როგორ იქცა თბილისის 4-სართულიანი კორპუსები 12-სართულიანად (+ვიდეო)

საბურთალოს #36 და #38-ში მდებარე კორპუსებმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, 12-სართულიანი კორპუსები თავდაპირველად 4-სართულიანი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს - მე-5 სართული, ხოლო 90-იან წლებში დანარჩენი 7 სართული დააშენეს.

ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის თქმით, ახალი კონსტრუქცია, მისი მიშენებებით, ზეწოლას არ ახდენს ძველზე, რადგან საკუთარი საყრდენი კედლები და საძირკველი აქვს. 

წყარო: PALITRAVIDEO.GE