ობამა კონგრესს მიმართავს, ტერორიზმის წინააღმდეგ 5 მლრდ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭიროს

ამერიკის პრეზიდენტი კონგრესს თხოვნით მიმართავს, დაამტკიცოს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხი სხვა ქვეყნებისთვის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში დასახმარებლად.

"მივმართავ კონგრესს, მხარი დაუჭიროს თანამშრომლობის ახალ ფონდს კონტრტერორიზმის სფეროში 5 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც ამ ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფებიან, ჩავატაროთ იქ წვრთნები და ხელი შევუწყოთ მათ", - განაცხადა ობამამ გუშინ, ნიუ-იორკში ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, ეს სახსრები შეიძლება დაიხარჯოს იემენში, სომალიში, ლიბიასა და მალიში.