ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები ,,ბლექ სი არენაზე” გაჩერდებიან

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს ,,ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს. კერძოდ, 19 და 20 მაისს, ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენის ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე (ბლექ სი არენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით.