მიმდინარე წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 222.2 მლნ ლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 59.5 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 162.7 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 68 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 50.5 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, მარტში 10.7 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 10 მლნ ლარი იყო.