LEVI’S-ის „ლურჯი ჯინსი" 145 წლის ხდება

20 მაისს, Levi’s-ის „501“ ჯინსი, რომელსაც Blue Jeans-ითაც (ლურჯი ჯინსი) მოიხსენიებენ, 145 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აღნიშნული იუბილე უკავშირდება კონკრეტულ მოვლენას. 1873 წლის 20 მაისს ბიზნესმენმა ლივაი სტრაუსმა (Levi Strauss) და მკერავმა ჯეიკობ დევისმა მიიღეს პატენტი ჯინსის დამზადებაზე, რომლის ჯიბეებიც იქნებოდა გამყარებული მეტალის მოქლონებით. ასე ჩაეყარა საფუძველი ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის, ლურჯი ჯინსის მასობრივ წარმოებას. მსოფლიოში გავრცელებული და მიღებული ვერსიით, სწორედ აღნიშნული დღე ითვლება ჯინსის დაბადების დღედ.

პირველად, საქართველოში, Levi’s-ის ბრენდული მაღაზია 1994 წელს გახსნა "დრესაპ ჯგუფმა". აღსანიშნავია, რომ ჯგუფი არა მარტო Levis-ის, არამედ Dockers-ის, Mavi-ის, Lee-ის, Wrangler-ის, GUESS-ის და Lacoste-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია.

"დრესაპ ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი მკერვალიშვილი:

"დღესდღეისობით „ლურჯი ჯინსი“ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელია ნაწილია. ჯინსები მთელს მსოფლიოს აერთიანებს - ქალს, კაცს, ბავშვს, მოხუცსა თუ ახალგაზრდას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ საქართველოში წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, რომელთაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. მაგალითად, LEE-129 წლისაა, Wrangler - ის ისტორია 114 წლის წინ იწყება. Levi’s-ის დაარსებიდან 165 წელი გავიდა, მისი "ლურჯი ჯინსი" კი 20 მაისს 145 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღს, მსოფლიოში, ჯინსის დაბადების დღედაც მოიხსენებენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 19 და 20 მაისს, მაღაზიებში LEVI’S და ,,ჯინს გალერი" იმოქმედებს 30% ფასდაკლება „ლივაისის" ჯინსების სრულ ასორტიმენტზე ახალი კოლექციიდან.“

(R)