რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი გააფორმეს

რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმება სამი ქვეყნის ლიდერებმა – ვლადიმერ პუტინმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და ნურსულთან ნაზარბაევმა ასტანაში გააფორმეს.

შეთანხმების თანახმად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მონაწილე ქვეყნები საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფლად გადაადგილების გარანტიებს იღებენ. ამასთან, კავშირის მონაწილე ქვეყნები შეთანხმებულ პოლიტიკას გაატარებენ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ამასთან, შეთანხმება 2015 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.