სოფელ მარტყოფში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში გაზაფხულის სეზონზე 10 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხის ნერგი დაირგო.
მასშტაბური გამწვანების აქციას გუშინ კომპანიის თანამშრომლებიც შეუერთდნენ და გამწვანების სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
მარტყოფში ტყის განაშენიანების პროექტი კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომას დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ადგილზე 6000 ფიჭვის ნერგი დაირგო. 2018 წლის ბოლომდე განაშენიანების ფარგლებში დარგული ნერგების ოდენობა 30 000-ს მიაღწევს.
კომპანია აღნიშნულ ნარგავებს 5 წლის განმავლობაში მოუვლის. პროექტის საბოლოო მიზანს კი სოფელ მარტყოფში 12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენა-განაშენიანება წარმოადგენს.