ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4423 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4400 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0023 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8773 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8768 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.