ევროკავშირისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი ნავთობით ვაჭრობის საკითხებში.
ამის შესახებ თეირანში ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში მიგელ არიას კანიეტემ განაცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავუშვათ სამუშაო ჯგუფი ნავთობით ვაჭრობის საკითხებში და პირველი შეხვედრა ამ ჯგუფის უკვე მიმდინარეობს. ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ირანს ნავთობით ვაჭრობის სფეროში“ - განაცხადა კანიეტემ.
მისი სიტყვებით შექმნილი ჯგუფი დაეხმარება და ხელს შეუწყობს ირანელ ხალხს მიიღონ სარგებელი ბირთვული შეთანახმებიდან. „ეს არის ამ შეთანხმების ფუნდამენტალური ელემენტი“ - დასძინა მან.
კანიეტე ირანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც ის შეხვდა ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ალი აკბარ სალეჰის. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ევროკავშირი და ირანი შეთანხმდნენ ნოემბრის ბოლომდე გამართონ მაღალი დონის სემინარი ბრიუსელში, ბირთვული თანამშრომლობის საკითხებზე. გარდა ამისა, კანიეტე და სალეხიმ დაადასტურეს ევროკავშირისა და ირანის მხარდაჭერა ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომლის დატოვების შესახებ განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
კოკა კვირკველია