დიდი ბრიტანეთის ქვედა პალატის უცხოეთის საკითხების კომიტეტმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.
როგორც ბრიტანული „ინდეფენდენტი“ წერს, მოხსენებაში სახელწოდებით „მოსკოვის ოქრო: რუსული კორუფცია დიდ ბრიტანეთში“ წერია, რომ „ლონდონის გამოყენება კორუფციული აქტივების შესანახად ადამიანების მიერ, რომლებიც დაკავშირებული არიან კრემლთან, ნათლად წარმოადგენს ბევრად უფრო ფართე რუსულ სტარტეგიას და ემუქრება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მასთან ბრძოლა უნდა გახდეს პრიორიტეტული ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკისთვის“.
კომიტეტი ტერეზეა მეის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მიუხედავად სკრიპალის მოწამვლის შემდგომ მკაცრი რიტორიკისა, რუსული ბიზნესისთვის პირობები ბრიტანეთში არ შეცვლილა. კანონმდებლები მოითხოვენ დაუწესდეთ სანქციები პირებს, რომლებიც კრემლთან არიან დაკავშირებული, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმოთ მათ, ვინც ლონდონში ელიტურ უძრავ ქონებას ფლობს.
გარდა ამისა, მოხსენებაში წერია, რომ ლონდონმა სწრაფად უნდა მიიღოს ამერიკული „მაგნიტსკის სიის“ ანალოგი, რომელიც დაუწესებს პერსონალურ სანქციებს რუსებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში და სოლსბერიში სკრიპალების თავდასხმასთან.
კოკა კვირკველია