მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა. საუბარია ჭიათურაში, საბაგიროების რეკონსტრუქციის პროექტებზე.
პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ექსპროპრიაციას დაექვემდებარება - ჭიათურაში გიგა გოგაძის საკუთრებაში არსებული 142 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავ ქონებაზე.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრემ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადა. ამასთან, ბრძანების თანახმად, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა. მესაკუთრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ.