დეპუტატებს სხდომების გაცდენისთვის ხელფასი დაექვითებათ

მაისის თვეში პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენისთვის დეპუტატებს ხელფასი დაექვითებათ.

გამცდენი დეპუტატების სიაში ექვსი კანონმდებელი მოხვდა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებს - გიორგი გაჩეჩილაძეს, გოგი თოფაძეს, ვიქტორ ჯაფარიძეს და დავით საგანელიძეს ხელფასები ერთი გაცდენისთვის დაექვითებათ, ხოლო მეორე გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლებათ. რაც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილს, ხელფასი ოთხი გაცდენისთვის, ხოლო მარიამ საჯაიას - სამი გაცდენისთვის დაექვითება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატების პლენარულ სხდომაზე დასწრების საკითხი აქტიურად გაკონტროლდება.