მობილურის სიმ-ბარათებს დამატებითი ფუნქციები გაუჩნდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მობილური იდენტიფიკაციისა და ხელმოწერის სისტემის - პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის, ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება, 22 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 785 230 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, აღნიშნული შესყიდვა გულისხმობს, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის (შემდგომში Mobile-IAS სისტემა) მოწოდებას; მისი დანერგვის შემდეგ ტექნიკურ საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას.
„აუცილებელია, Mobile-IAS სისტემას შეეძლოს ფიზიკური პირებისთვის, რომელთა მფლობელობაში არსებულ SIM ბარათებზეც გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატები, უსაფრთხო ელექტრონული ავთენტიფიკაციისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის უზრუნველყოფა, მობილური ტელეფონისა და მსგავსი მოწყობილობების საშუალებით, რომლებიც აღჭურვილია მობილური ფუნქციონალით. „მაღალი უსაფრთხოების ელექტრონული ავთენტიფიკაცია“ გულისხმობს ავთენტიფიკაციას „მაღალ“ დონეს, eIDAS რეგულაციის თანახმად და/ან ISO/IEC 29115-ით განსაზღვრულ მე-4 დონეს (LoA4). „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“ კი აკმაყოფილებს eIDAS რეგულაციის მოთხოვნებს,“-აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაციაში.