კახა კალაძე: მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერს რამდენიმე დღეში კვლავ გამოაცხადებს

დედაქალაქის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერს რამდენიმე დღეში კვლავ გამოაცხადებს

- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ავტობუსების ტენდერის ჩაშლაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გამოცხადებულ ტენდერში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა.

„კომპანია MAN-თან არ ვაწარმოებდით პირდაპირ მოლაპარაკებებს. წავედით ტენდერის გზით, გამოვაცხადეთ ეს ტენდერი, მანამდე რამდენჯერმე ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, მიღებული გვქონდა დეტალური ინფორმაცია, მივეცით შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს და კომპანიას მიეღოთ ტენდერში მონაწილეობა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მათ არ მიიღეს ტენდერში მონაწილეობა. თუმცა, რამდენიმე დღეში კვლავ ვაპირებთ ტენდერის გამოცხადებას",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში 100 ახალი ავტობუსის შემოსაყვანად გამოცხადებული ტენდერი რომ არ შედგა, ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ გაავრცელა.