დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
როგორც შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან იუწყებიან, კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
გადაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელი პანდუსი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
24 მაისს, 22:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.
საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე.