სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-სთან გვირაბის და მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშოებით კვლავ არავინ დაინტერესებულა.
აღნიშნული სამუშაოების პროექტის შედგენაზე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა. თუმცა, ამ შემთხვევაში პირობებიც შეიცვალა.
კერძოდ, მერიის მიერ 17 მაისს გამოცხადებული ტენდერი, „რედისონთან“ გვირაბის და მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის გარდა, გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარის კვლევის და რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასაც გულისხმობს.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 250 000 ლარია.