დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებზე და მათ ნაწილებზე 25%-იანი გადასახადის შემოღებას განიხილავს.
ამის შესახებ Wall Street Journal წერს და ამას ტრამპის მხრიდან ადგილობრივი ავტომწარმოებლების დაცვის სურვილით ხსნის. გამოცემის ინფორმაციით, საკითხი განსახილველად უკვე გადაეცა მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.
მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსიმ განაცხადა, რომ „ათწლეულის განმავლობაში უცხოეთიდან იმპორტმა ამერიკული ავტოწარმოება დაანგრია“. ახლა სამინისტროს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ დარგის ვარდნას დააუძლუროს ამერიკის ეკონომიკა მთლიანად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ კვლევას სამინისტრო სულ ცოტა, 10 თვეს მოანდომებს.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში დაანონსა „დიდი ახალი ამბები“, რომელსაც „ასე დიდხანს“ ელოდნენ ამერიკელი ავტომწარმოებლები.
გადასახადის დაწესებას კი იურიდიულ საფუძვლად შეიძლება დაედოს 1962 წელს გამოცემული ვაჭრობის გაფართოვების შესახებ იგივე კანონი, რომელიც გამოიყენეს რკინასა და ალუმინზე გადასახადის დაწესების შემოღებისას. ის საშუალებას აძლევს ამერიკის პრეზიდენტს განსაზღვროს სავაჭრო ბარიერები სხვა ქვეყნებისთვის, თუ ის პასუხობს ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს.
კოკა კვირკველია