საარჩევნო კომისიების წევრებს, რომლებიც იღებენ პენსიას, კომპენსაციას ან სოციალურ პაკეტს, მათი მიღება არ შეუწყდებათ

საარჩევნო კომისიების წევრებს, რომლებიც იღებენ პენსიას, კომპენსაციას ან სოციალურ პაკეტს, მათი მიღება არ შეუწყდებათ.

საარჩევნო კანონმდებლობაში და მასთან ერთად, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონებში დაგეგმილი ცვლილებები დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება სწორედ იმ პირებს ეხება, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს, სახელმწიფო პენსიას, სახელმწიფო კომპენსაციას ან სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიას. საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამო, მათ შესაბამისი თანხების მიღება არ შეუწყდებათ.