საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურისა და ინსტრუმენტების დახვეწასა და განვითარებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
2015 წლიდან ეროვნული ბანკი აქვეყნებს და რეგულარულად ანახლებს ლარის შემოსავლიანობის მრუდს. დამატებით ეროვნული ბანკი იწყებს მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასებისა და შემოსავლიანობის მონაცემების გამოქვეყნებას, რომელიც ეფუძნება ლარის შემოსავლიანობის მრუდს.
მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე.