აპრილში ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მლნ ლარით გაიზარდა

2018 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 627.2 მილიონი ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.8 პროცენტი შეადგინა).

კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი მაისისთვის ბანკების აქტივებმა 34.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

1-ლი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.