Samsung-ს Apple-სთვის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა

კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეს სასამართლომ კომპანია Samsung-ს ამერიკული კომპანია Apple-ის სასარგებლოდ 539 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

საუბარია სამხრეთ კორეული კომპანიის მხრიდან პატენტების დარღვევაზე, რომელიც ეხება სმარტფონების დიზაინს.

როგორც ამერიკული მედია წერს, საქმის წარმოება 2011 წლიდან მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც Apple-მა Samsung-ი ინტელექტუალური საკუთრების უფლებისს დარღვევაში დაადანაშაულა. ამავე სასამართლომ 2011 წელს Samsung-ს 399 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა საკუთარი წარმოების სმარტფონის 11 მოდელში Apple-ის მიერ შემუშავებული პატენტების გამოყენების გამო.

Samsung-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოოდ საქმე მივიდა უზენაეს სასამართლომდე, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის სან-ხოსეს სასამართლოს დაავალა განესაზღვრა კომპენსაციის ოდენობა, რომელიც Samsung-ს უნდა გადაეხადა. ამჯერად კი სასამართლომ თანხა გაზარდა 539 მილიონამდე, თუმცა Apple-ში მოელოდნენ, რომ საქმე მილიარდ დოლარამდე მივიდოდა. სამხრეთ კორეელები კი მუშაობდნენ, რომ კომპენსაცია 28 მილიონს არ ამცდარიყო.

კოკა კვირკველია