ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების ათეული წარმოადგინა.
მათი რანჟირებისას კი კომპანიების ბოლო სამი წლის შემოსავლები შეაფასა.
გამოცემის რეიტინგში მე-10 ადგილზე იაპონური Nissan, რომლის ღირებულებაც შეფასებულია 9,4 მილიარდ დოლარად. მე-9 პოზოციაზეც იაპონური პრემიუმ კლასის ბრენდია - Lexus -ის, რომლის ღირებულება მხოლოდ ასი ათსით უსწრებს მეათე ადგილოსანს და 9,5 მილაირდ შეადგენს.
რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Porsche, ბრენდის ღირებულება 11 მილიარდს შეადგენს. მეშვიდეა ამერიკული Chevrolet 11,5 მილიარდით, მეექვსეზეც ამერიკული Ford-ია 14,1 მილიარდის ღირებულებით, ხოლო ხუთეულს ხსნის გერმანული Audi 14,8 მილიარდით. თითქმის ათი მილიარდით აღემატება გერმანულ ბრენდს იაპონური Honda-ს ღირებულება 25,5 მილიარდი.
რაც შეეხება ლიდერ სამეულს, აქ მესამეა BMW - 31,4 მილიარდით, ვერცხლის მედალოსანი კი გახდა მისი უმთავრესი კონკურენტი Mercedes-Benz-ი 34,4 მილიარდის ღირებულებით. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილი ბრენდის ტიტული კი, გამოცემის მიხედვით, ერგო Toyota-ს, რომელიც Forbes-მა 44,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.
კოკა კვირკველია