თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საკუთარ მოსახლეობას მოუწოდა „ლეიბის ქვეშ“ შენახული დოლარები და ევროები ლირებში გადაახურდავონ და ამით ეროვნულ ვალუტას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ.
მისი მტკიცებით, ეს დაეხმარება თურქულ ლირას, რათა მისი გაუფასურება აღარ მოხდეს.
„ჩვენ ვიცით იმ თამაშის შესახებ, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყეს და ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ იმ ინსტრუმენტებით, რომელიც გაგვაჩნია. თურქეთის პრეზიდენტის ან მოქალაქის სტატუსი გვავალდებულებს, პირველ რიგში დავიცვათ საკუთარი ვალუტა. ასეთია ჩემი თხოვნა ერისადმი. არ დაუჯეროთ ხმებს და დაიცავით საკუთარი ვალუტა“ - განაცხადა ერდოღანმა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.
„ხელისუფლებამ სერიზოულად გადაწყვიტა ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე კვირაში თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპრლამენტო არჩვენები გაიმართება“ - წერს ევრონიუსი.
ლირას გაუფასურება 2016 წელს დაიწყო - მას შემდეგ რაც სამხედრო გადატრიალება ვერ შედგა. ერდოღანის მხრიდან ქვეყნის საფინანსო პოლიტიკაზე წნეხმა კი ინვესტორებში შეშფოთება და ქვეყნიდან აქტივების მასობრივი გადინება გამოიწვია.
კოკა კვირკველია