საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია

"ენგურჰესზე" მომხდარი ავარიის გამო, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება თბილისის უბნების ნაწილს, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციას, თბილისის მერიას და სხვა დაწესებულებებს.