სურსათის ეროვნული სააგენტო რესტორან "იმერულ ეზოში" კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ინსპექტორები უკვე იმყოფებიან ნატახტარში მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.
„სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. ამიტომ მოვუწოდებთ მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზს - 15 01“. - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.