მსოფლიოს ყველაზე ძვრად ღირებული ბრენდების განახლებულ ათეულში ორი ჩინური კომპანია მოხვდა.
ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური რეიტინგში - „ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები“, მიმდინარე წელს პირველად ათეულში მოხვდა ორი ჩინური კომპანია Alibaba და Tencent-ი.
ჯეკ მას კუთვნილი Alibaba მიმდინარე წლის რეიტინგში 113 მილიარდი დოლარის ღირებულებით მეცხრე ადგილზეა. ონლაინ შოპინგის კომპანიამ მისი საქმიანობის სფერო ბოლო წლების განმავლობაში გააფართოვა და მობილური გადახდებისა და „ღრუბლოვანი“ სერვისის სფეროშიც წარმატებით მოღვაწეობს.
შენჟენში დაფუძნებული Tencent-ი კი გასულ წელს აღმოჩნდა BrandZ-ის ტოპ ათეულში, ახლა კი უკვე „ფორბსის“ რეიტინგშიც აღმოჩნდა. ის ამ პრესტიჟულ ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები უსწრებენ, მაგრამ ბრენდის 179 მილიარდიანი ღირებულებით წინ უსწრებს ისეთ კომპანიას როგორიცაა Facebook.
Tencent-ი ონლაინ თამაშებზე, აპლიკაციებზე, ონლაინ გადახდებზე და სამესიჯო მომსახურებაზე სპეციალიზებული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 490 მილიარდ დოლარს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული ბანკის JPMorgan Chase-ის კაპიტალიზაცია.
წარმოგიდგენთ Forbes-ის რეიტინგის ტოპ-ათეულს
1. Google
2. Apple
3. Amazon
4. Microsoft
5. Tencent
6. Facebook
7. Visa
8. McDonald's
9. Alibaba
10. AT&T
კოკა კვირკველია