სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის აპრილში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში ეკონომიკური სახის 104 დანაშაული დარეგისტრირდა,
საიდანაც მხოლოდ 23 შემთხვევა გაიხსნა, შედეგად გახსნის მაჩვენებელმა მხოლოდ 22% შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემებით, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 35 ფაქტი, საიდანაც მხოლოდ 8 შემთხვევა გაიხსნა. ფულადსაკრედიტო სისტემაში რეგისტრირებული იქნა 42 დანაშაული, გაიხსნა მხოლოდ 8 ფაქტი, ანუ გახსნის მაჩვენებელმა 19,05% შეადგინა. 23-დან მხოლოდ 7 შემთხვევა გაიხსნა საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულიდან. სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ 4 ფაქტი დაფიქსირდა, გახსნით კი არცერთი არ გახსნილა.
რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, შარშან საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი 59,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2016 წელს რეგისტრირებული იყო 228 ფაქტი, 2017 წელს კი 364. ამასთან, შსს-ს სტატისტიკით, 2016 წელს ჩადენილი დანაშაულიდან გაიხსნა 123 ფაქტი, 2017 წელს კი 196.