იტალიაში მიმდინარე ყოველწლიურ კონკურსზე Concorso d’Eleganza Villa d’Este 2018 წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილი დაასახელეს.
კონკურსის ექსპერტების არჩევით ამ ტიტულის მფლობელი გახდა ბრიტანული Bentley EXP10 Speed კუპე, რომელმაც მძაფრი კონკურენციის პირობებში დაამარცხა რამდენიმე ცნობილი ევროპული და აზიური ბრენდი. გამარჯვებულის ჯილდო გადაეცა ავტომობილის დიზაინერს ლუკ დიუნკერვოლკეს, რომელმაც ამ მომხიბლველი ავტომობილის ლაკონურ გარეგნობაზე იმუშავა.
Bentley-ის სხვა ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით კონკურსზე წარმოდგენილმა ავტომობილმა მიიღო ფუტურისტული გარეგნობა, რაც განაპირობა მასში გამოყენებულმა თანამედროვე ოპტიკამ. რამდენიმე დეტალი კი საერთოდ 3D პრინტერშია შექმნილი.
კონცეპტი Bentley EXP10 Speed 6 პირველად ჟენევის ავტოშოუზე 2015 წელს წარმოადგინეს. მაშინ ის სპორტულ და კონცეპტუალურ ავტომობილებს შორის ყველაზე ლამაზ ავტომობილად დასახელდა.
ბრიტანული კომპანია ამ ეტაპზე არაფერს ამბობს, თუ როდის დაიწყებს ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას.
კოკა კვირკველია