მოდის სახლმა „ბალენსიაგამ“, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ახალი მაისური და პერანგი შექმნა.
როგორც „გარდიანი“ წერს, ერთ-ერთის ყიდვის შემთხვევაში მეორე უფასოა. ახალი მაისური და პერანგი მე-18 კოლექციიდანაა წარმოდგენილი და 1 290 დოლარი ღირს.
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის სახლი „ბალენსიგასთვის“ შექმნილი სადებიუტო კოლექციით პირველად 2016 წელს წარსდგა. მან „ბაზრის“ ჩანთისგან ტრენდი შექმნა, ასევე ფეხსაცმელი „კროქსები“ და რეზინის ჩუსტები.