გამოკითხულთა 63%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

გამოკითხულთა 63%-ის აზრით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

კერძოდ, აქედან, 35% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაურესდა; 28%-ის თქმით კი გარკვეულწილად გაუარესდა.

ამის შესახებ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევაშია აღნიშნული.

გამოკითხულთა 27%-ის აზრით, მდგომარეობა არ შეცვლილა; 7% მიიჩნევს რომ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, 1%-ის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; ხოლო 2%-ის შეფასებით, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.