თბილისის მერიამ ბერი გაბრიელ სალოსის 173ა-ში და ფონიჭალის მე-3 მიკრო რაიონის მე-3 კორპუსში მცხოვრებ 22 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ბევრი ოჯახია, რომელიც კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში წლების განმავლობაში ცხოვრობს და ვერ ახერხებენ დაკანონებას. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ. დღეს განვიხილავთ ბერი გაბრიელ სალოსის 173ა-ში და ფონიჭალის მე-3 მიკრო რაიონის მე-3 კორპუსში მცხოვრები 22 ოჯახისთვის ფართების დაკანონებას და მათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავცემთ ფართებს. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მინდა გამგეობებს მოვუწოდო იაქტიურეთ; გამოავლინეთ ასეთი ოჯახები და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა. ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროც მონაწილეობს და ძალიან დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“, - განაცხადა კალაძემ.