2018 წლის პირველ კვარტალში თბილისში 7,655 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.
ამის შესახებ უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers International Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული.
მათივე მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული ბინების წილი ჯამურ ტრანზაქციებში 60%-მდე გაიზარდა.
პირველ კვარტალში ტრანზაქციების ჯამური ღირებულება 41%-ით გაიზარდა და 324.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ჯამური მოცულობის მიხედვით ტოპ სამ უბანს საბურთალო, ვაკე და დიდი დიღომი წარმოადგენს. დიდ დიღომში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების მოცულობა 108%-ით გაიზარდა.
Colliers International Georgia-ს მიმოხილვაზე დაყრდნობით, 2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების ფასები. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 3%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 681 აშშ დოლარს, ხოლო, ძველი ბინების ფასი 615 აშშ დოლარს შეადგენს.