ევროკავშირის და კანადა-მექსიკისთვის აშშ-მ რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახადი აამოქმედა

ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეიდან ძალაში შევიდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებს კანადასა და მექსიკას რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახდელი დაუწესდათ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარიზში ვიზიტად მყოფმა ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა განუცხადა.

როსმა მედიას ამერიკის ლიდერის ჯერ კიდევ 23 მარტს გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც ტრამპმა გააფრთხილა სახელმწიფოები, რომ გაზრდიდა გადასახადს. ამის შემდეგ მან დროებით შეუჩერა ეს გადასახადი ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მათ ვადა მისცა პირველ ივნისამდე მოლაპარაკებების გზით დაერეგულირებინათ აღნიშნული საკითხი, თუმცა უშედეგოდ, ევროკავშირი პირიქით, ამერიკას საპასუხო ზომებით დაემუქრა.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, უილბორ როსის განცხადებით, ამერიკა კვლავ მზადაა მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირთან მექსიკასთან და კანადასთან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა უნდა გააკეთონ მათ, რათა ამერიკამ უარი თქვას აღნიშნულ გადასახადზე.

როგორც ცნობილია, ამერიკა მსოფლიოში რკინის უმსხვილესი იმპორტიორია. 2017 წელს ამერიკაში 34,6 მილიონი ტონა რკინის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 29 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტიორების ხუთეულში კი არიან კანადა, ბრაზილია, კორეა, მექსიკა და რუსეთი.

გარდა რკინისა, აშშ ასევე არის ალუმინის უმსხვილესი იმპორტიორი. 2017 წელს ამ ქვეყანაში 14 მილიარდი ღირებულების ალუმინი შევიდა. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ქვეყნების ხუთეულში არიან კანადა, რუსეთი, საემიროები, ჩინეთი და ბაჰრეინი.

კოკა კვირკველია