კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ურთიერთჩართვის არსებული - 3.5 თეთრიანი ტარიფების (გადასახადის ჩათვლით) შეცვლა იგეგმება. მობილურ ქსელში 2018 წლის 1-ლი ივლისიდან ზარის წამოწყება (გადასახადების გარეშე) 2.16 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) 1.81 თეთრი იქნება.
ტარიფების შეცვლის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ლი იანვარია, როდიდანაც ზარის წამოწყება (გადასახადების გარეშე) 1.44 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) 0.75 თეთრი გახდება.
რაც შეეხება ფიქსირებულ ქსელში არსებულ ურთიერთჩართვის ტარიფებს, არსებული ტარიფი (გადასახადის ჩათვლით) 2 თეთრია. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე (გადასახადების გარეშე) 1.04 თეთრი; ტრანზიტულზე კი - 1.05 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე (გადასახადის გარეშე) - 0.99 თეთრი; ტრანზიტულზე კი - 1.01 თეთრი იქნება.
უკვე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ადგილობრივ დონეზე ზარის წამოწყება (გადასახადის გარეშე) – 0.38 თეთრი; ტრანზიტულზე - 0.41 თეთრი ეღირება; ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) კი ადგილობრივზე - 0.28 თეთრი; ხოლო ტრანზიტულ დონეზე -0.32 თეთრი გახდება.