ენგურჰესის სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა.
მისი თქმით, ხუთშაბათს გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, პარასკევს კიდევ ერთი. „საღამოს ჩაირთვება მე-4 აგრეგატიც და აღდგება სრულად მუშაობა. მთავარია, რომ საერთო სასადგურე პრობლემა მოგვარებულია და ავარიის წინა რეჟიმიც აღდგენილია“, - განაცხადა ხუბუამ.
ენგურჰესი ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.