კანადის პასუხი აშშ-ს და საპასუხოდ გაზრდილი გადასახადი

კანადის ფინანსთა სამინისტრომ ამერიკის საპასუხოდ გამოაქვეყნა იმ ამერიკული პროდუქციის ჩამონათვალი, რაზეც 1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის გადასახადს.

როგორც ცნობილია, დღეიდან ამერიკამ კანადისთვის რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახადი აამოქმედა.

უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ორ ნაწილად არის გაყოფილი, პირველში მოცემულია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც 25%-ით გაიზრდება გადასახადი, მეორეში კი ის პროდუქცია, რომელზეც მხოლოდ 10%-ით. პირველ სიაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის მეტალოპროდუქტები, მათ შორის სარკინიგზო დანიშნულების, ასევე მილები და კაბელები. მეორე სიაში კი ძირითადად საკვები პროდუქტები აღმოჩნდა, მათ შორის იოგურტები, ნეკერჩხლის სიროფები, ტკბილეული, ყავა, სარეცხი საშუალებები, ჰიგიენური ქაღალდები, ფოლგა, ბანქოს კარტები და საძინებელი ტომრები. აღნიშნული სია შესაძლოა, გაიზარდოს - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ამერიკის ვაჭრობის მინისტრის უილბორ როსის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შესაბამისად დღეიდან ამერიკამ ევროკავშირის, კანადისა და მექსიკისთვის რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახადები აამოქმედა.

კოკა კვირკველია