„ევროკავშირისთვის მოვიდა დრო გადახედოს რუსეთთან დამოკიდებულებას და შეწყვიტოს სანქციები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ევროკავშირის რკინასა და ალუმინზე გადასახადი დაუწესა“- ამის შესახებ ავსტრიის ვიცე-კანცლერმა ჰაინც კრისტიან შტრახემ ავსტრიულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გამოცემა Osterreich წერს, ვიცე-კანცლერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს ადეკვატური რეაქცია ამერიკულ გადასახადებზე და ამის ფონზე უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან, ვინაიდან ამ მოცემულობაში შეუძლებელია სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობები გქონდეს აშშ-სთან.
ამასთან შტრახეს განცხადებით, ვლადიმერ პუტინის 5 ივნისს ვენაში დაგეგმილი ვიზიტისას ის პირადად აპირებს აწარმოოს მოლაპარაკებები პუტინთან. როგორც ცნობილია 5 ივნისს პუტინს დაგეგმილი აქვს ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში, რა დროსაც შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტთან და ფედერალურ კანცლერთან.
კოკა კვირკველია