კანადაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების სამიტზე, ორგანიზაციის წევრი ექვსი ქვეყნის მინისტრი შეშფოთებას გამოხატავს ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმინზე ამოქმედებული გადასახადების გამო.
კანადის ქალაქ უისტლერში გამართული ორდღიანი სამისტის მსვლელობისას კანადის ფინასთა მინსიტრმა ბილ მორნომ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები შეშფოთებულები არიან, მათი განცხადებით, ამერიკის აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის სასურველი მათი ეკონომიკისთვის და სინამდვილეში არის დესტრუქციული
G7-ის შემაჯამებელი პრესკონფერენციის ტრანსლირება Facebook-ის გვერდზე ხდებოდა. მორნოს განცახდებით, ამერიკელებმა მიიღეს სრულიად არაკონსტრუქციული გადაწყვეტილება პრობლემის გადასაჭრელად.
კოკა კვირკველია