ტრამპს სავაჭრო ომის არ ეშინია

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ ეშინია მის მოკავშირეებთან, კერძოდ კი, ევროკავშირთან, კანადასთან და მექსიკასთან მოსალოდნელი სავაჭრო ომის, რომელიც შესაძლოა, მისი მხრიდან მათთვის დაწესებულ გაზრდილ გადასახადს მოჰყვეს.

„როცა თქვენი სავაჭრო დეფიციტი 800 მილიარდს მიაღწევს, თქვენ არ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას დამარცხდეთ სავაჭრო ომში. ამერიკის ხარჯზე წლების განმავლობაში სხვები მდიდრდებოდნენ, დადგა დრო დაჭკვიანების“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

უფრო ადრე სხვა „ტვიტში“ კი ამერიკის პრეზიდენტი წერდა, რომ აშშ იმსახურებს იმას, მასთან აწარმოონ სამართლიანი ვაჭრობა. „ჩვენ ამას მეტად არ მოვითმენთ. ეს არ არის თავისუფალი ან სამართლიანი ვაჭრობა, ეს არის სულელური ვაჭრობა“, - დასძინა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა მთელი რიგი ქვეყნებისთვის რკინასა და ალუმინზე იმპორტი 25 და 10 პროცენტით გაზარდა და ამ ჩამონათვალს 1-ლი ივნისიდან შეემატნენ ევროკავშირი, კანადა და მექსიკა. აღნიშნული ქვეყნები საპასუხო ზომებით დაიმუქრნენ.

კოკა კვირკველია