ჩინეთმა და ამერიკამ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს

ჩინური მედიის ინფორმაციით, ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრმა ლიუ ხემ და პეკინში ვიზიტად მყოფმა ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილორ როსმა „მიაღწიესს პროგრესს“ სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებში მოლაპარაკებებში. როგორც ჩინური გამოცემა „სინხუა“ წერს, დეტალები მხარეებს შორის მოგვიანებით დამტკიცდება.

„მხარეებმა განიხილეს, ვაშინგტონში მიღწეული კონსესუსი, ასევე გამართეს პოზიტიური კონსულტაციები სოფლის მეურნეობის სფეროში, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. კონსულტაციების მსვლელობისას მიღწეულ იქნა დადებითი, კონსტრუქციული პროგრესი“ - აღნიშნავს გამოცემა. მათი ინფორმაციით დეტალების საბოლოო შეთანხმება უახლოეს მომავალში მოხდება.

შეგახსენებთ, უილბურ როსი პეკინს შაბათს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გამართვის მიზნით ეწვია. როგორც მანამდე იყო ცნობილი, მხარეები ამ შეხვედრაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ კონკრეტული პროდუქციის ჩამონათვალზე, რის ხარჯზეც უნდა მოხდეს ამერიკის მხრიდან ჩინეთში იმპორტის ზრდა.

კოკა კვირკველია