სტატიების მარკირების წესის შემოღების შემდეგ Facebook-მა რეკლამა დაკარგა

სტატიების და ნიუსების მარკირების წესის შემოღების შემდეგ Facebook-მა რეკლამა დაკარგა.

გამომცემლებში ნეგატიური შეფასება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათი ახალი პოსტების მარკირება შესაძლოა, ისე მოხდეს, როგორც პოლიტიკური რეკლამის.

ბრიტანულმა Financial Times-მა და ამერიკულმა New York Media-მ, რომელიც გამოსცემს ჟურნალს New York Magazine, Facebook -ში საკუთარი რეკლამის ნაწილის განთავსება შეწყვიტეს, - ამის შესახებ CNN წერს.

ეს გახდა პასუხი სოციალური ქსელის მხრიდან მარკირების შესახებ შემოღებულ ახალ რეგულაციაზე, რომელიც რეზონანსულ თემებზე, მათ შორის, სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე მარკირების ვალდებულებას ითვალისწინებს. მარკირება წარმოადგენს მონაცემს იმაზე, თუ ვინ გადაიხადა აღნიშნული კონტენტის განთავსებისთვის სოციალურ ქსელში. მსგავსი პუბლიკაციები კი განთავსდება პოლიტიკური რეკლამების არქივში და შეინახება 7 წლის განმავლობაში.

პროფესიონალური გაერთიანება News Media Alliance, რომელიც 2 ათასამდე გამოცემას აერთიანებს ამერიკისა და კანადის მასშტაბით, სოციალური ქსელის აღნიშნულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით, მომხმარებლებს შესაძლოა, გაუჩნდეთ შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი ახალი ამბების გამომცემლობა არის ანგაჟირებული.

შეგახსენებთ, მანამდე Facebook-ს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მათ პლატფორმაზე თავსდებოდა დიდი ოდენობით „ფეიკ ნიუსები“, რომლებსაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინათ 2016 წლის ამერიკის არჩევნებზეც კი.

კოკა კვირკველია