მემანქანეების გაფიცვის გამო, მეტროსადგურები კვლავ დაკეტილია

მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური კვლავ დაკეტილია.

თბილისის მერ კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის მემანქანეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და შესაბამისად, მემანქანეები გაფიცვას აგრძელებენ.

მეტროპოლიტენი უკვე მეორე დღეა მგზავრებს არ ემსახურება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.

შეგახსენებთ, მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.