რა ვითარებაა თბილისის ქუჩებში მეტროს დაკეტვის შედეგად (+ვიდეო)

მეტროსადგურების დაკეტვის გამო, თბილისში მოსახლეობისთვის ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება მეორე დღეა გართულებულია. გადატვირთულობის გამო, ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.

მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური კვლავ დაკეტილია. თბილისის მერ კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის მემანქანეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და შესაბამისად, მემანქანეები გაფიცვას აგრძელებენ.

მეტროპოლიტენი უკვე მეორე დღეა მგზავრებს არ ემსახურება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.

შეგახსენებთ, მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.