ინფრასტრუქტურის სამინისტრო რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს.
უკვე ცნობილია, რომ ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს, ხოლო ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობის დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმა საკუთარ თავზე აიღო.
ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში, იგეგმება 4-ზოლიანი მაგისტრალის მოწყობა, თითოეულის სიგანე კი 3,75 მეტრი იქნება. ასევე, მოეწყობა 2,5 მეტრი სიგანის 2 გვერდულა/საავარიო ზოლი.
პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთზე დაგეგმილია 18 გვირაბისა და 35 ხიდის მოწყობა, საიდანაც 18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით მოეწყობა.
12-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, დაგეგმილია სამი კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კილომეტრია და ის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.ში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.