როგორი იქნება გოძიაშვილის სახელობის პარკი თბილისში (+ფოტო)

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვ.გოძიაშვილის სახელობის პარკს კეთილმოწყობა ჩაუტარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 497 152 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დანართებით და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს.

ამასთან, სატენდერო პირობების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია (გარდა დენდროლოგიურისა) განსაზღვრული.

bpn bpn bpn bpn