"მეღვინეობა ხარებას“ ქვევრის ღვინოები ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო კონკურსზე 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
ამის შესახებ „მეღვინეობა ხარებადან“ იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო კონკურსი ასოციაცია "ქართული ღვინის" ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 3-4 მაისს ჩატარადა.
ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.
ცნობისთვის, "მეღვინეობა ხარებას“ ქვევრის ღვინოებს 2013, 2014 და 2015 წელს სამი ოქროს მედალი აქვს მიღებული. კერძოდ, ქვევრის რქაწითელი 2013 - ოქროს მედალი; ქვევრის ცოლიკოური 2014 - ოქროს მედალი; ქვევრის საფერავი 2015 - ოქროს მედალი, ხოლო ქვევრის ოჯალეშს და ქვევრის კრახუნას 2015 წელს ვერცხლის მედლები ერგო.