1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4511 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4511 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8794 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.