გაჩერებული მეტრო და დაბრუნებული 90-იანი წლები თბილისში (+ფოტო)

იმ სიტუაციამ, რაც ბოლო ორ დღეში მეტროს გაჩერებამ გამოიწვია, ალბათ ყველას 90-იანი წლები გაგვახსენა. გაჩერებული მეტრო და ამის ხარჯზე გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები. მეტროს მემანქანეთა გაფიცვამ დედაქალაქის მაცხოვრებლები სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა.

მეორე დღეა ქალაქში გადაადგილება ფაქტობრივად, შეუძლებელია.

"ვყიდი ადგილს ავტობუსში" - უკვე ასეც ხუმრობენ სოციალურ ქსელში, რადგან დასაჯდომი კი არა, მეორე დღეა დასადგომ ადგილს ვერ ნახულობენ მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

გთავაზობთ სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომელიც თბილისში ბოლო ორ დღეში არსებულ სიტუაციას ასახავს.

იხილეთ ფოტოგალერეა