თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მეტრო დღეს 14:00 საათისთვის ამუშავდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეტროს ერთ-ერთმა მემანქანემ რატი კაპანაძემ განუცხადა.
მემანქანეები აცხადებენ, რომ მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა იმას, თუ თავდაპირველად რამდენი პროცენტით გაეზრდებათ ხელფასი, არ აკონკრეტებენ.
თბილისის მეტრო უკვე მესამე დღეა გაჩერებულია.