თბილისის მასშტაბით, ამ ეტაპზე, მოქალაქეებმა ნებაყოფლობით 49 ავტოფარეხი აიღეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს 13-ის და იგეგმება კიდევ 26 ავტოფარეხის დემონტაჟი. ორ პირთან კი, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ავტოფარეხების აღებისა და მათ ადგილზე მწვანე სივრცეების - ბაღების, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია ფარავს.